იუსტიციის სახლის ფილიალებში ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებაც იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სახლის ფილიალებში ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებაც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს სერვისების დანერგვის პროცესი გრძელდება.
„უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის – „ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას – კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
აღსანიშნავია ის, რომ იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების მიღების შესაძლებლობით მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ. იუსტიციის სახლში პირველ ეტაპზე დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი – „ცნობა ნასამართლეობის შესახებ“, რომლითაც 2017 წლიდან დღემდე, 48 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
იუსტიციის სახლის ფილიალებში ასევე გაიცემა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ცნობა. აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით მიმდინარე წლის ივლისიდან განხორციელდა და ამ სერვისით უკვე 80-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და კმაყოფილების გაზრდა. კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც პარტნიორი უწყებების სერვისების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს“, – აცხადებენ უწყებაში.