იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
მათივე ცნობით, ფილიალები მხოლოდ პირველ და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.
ამასთან, შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საჯარო სექტორში პირველიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა.