იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი
მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
„მომხმარებელი მომსახურების სივრცეში მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ბაშვებისა და თანმხლები პირების გარეშე დაიშვება.
მხოლოდ იმ შემთხვევეში, როცა პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობა უწყების მიერ ერთხელ უკვე გაცემულია და მისი მიღება მომხმარებელს განმეორებით სურს, აუცილებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა პორტალზე my.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.