იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე განახლდება.
საბჭოს წევრებთან გასაუბრებას სამი კანდიდატი გაივლის; ესენი არიან: გოგიტა თოთოსაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ კაკაბაძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ოდირის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge გადაიცემა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და ამ ეტაპზე, საბჭო უკვე 18 კანდიდატს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.