იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერითი ეტაპი 21-ვე მონაწილემ წარმატებით გაიარა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე – წერითი ეტაპი 25 იანვარს ჩატარდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე 21 გამოსაცდელი მონაწილეობდა. გამოცდა წარმატებით 21-მა მონაწილემ ჩააბარა – 15-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ექვსმა კი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
საბჭოს ცნობით, წერითი გამოცდის შედეგები გამოსაცდელებს იმავე დღეს ეცნობათ, აპლიკანტის პორტალის მეშვეობით.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 18 იანვარს გაიმართა. გამოცდაზე 140 გამოსაცდელი გამოცხადდა. ტესტური გამოცდით უკმაყოფილო გამოსაცდელებს საშუალება ჰქონდათ გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიემართათ“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.