იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს დღეს წარუდგენს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს დღეს წარუდგენს.
მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში დღეს, 14.00 საათზე გაიმართება.
კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სულ მცირე, სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს.
მთავარი პროკურორობის სურვილი 18-მა კანდიდატმა გამოთქვა.
მთავარი პროკურორის თანამდებობა აღნიშნული პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადადგა.