საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა.
ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ალექსადრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ერთხელ უკვე მუშაობდა, კერძოდ, როგორც საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ პირველად 2013 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა. ამ პოზიციიდან ის 2016 წლის 4 ნოემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადავიდა.
მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში ალექსანდრე ტაბატაძე იმ გუნდს შეუერთდება, რომელიც პენიტენციურ სისტემას მართავს. ის ასევე კვლავ იქნება პასუხისმგებელი აღსრულების პოლიციასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.