იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით მათიკაშვილის არჩევა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
დავით მათიკაშვილს კომიტეტის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მათიკაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ერთი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე წავიდა.
სხდომას არ დასწრებია კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.
დავით მათიკაშვილი ამ დრომდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.
საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს.