იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს მოღალატე უწოდა.
„საკუთარ ქვეყანას რომ აბრალებდი ოკუპანტთან თანამშრომლობას, მაგაზე გაეცი პასუხი საზოგადოებას, შენ ხარ მოღალატე მაგის გამო. საკუთარ ქვეყანას აბრალებდი რუსეთთან ურთიერთობას, მაგაზე გაეცი პასუხი“, – მიმართა მიხეილ ყველაშვილმა ხატია დეკანოიძეს.
საპასუხოდ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „სხვათა შორის, ბატონმა ყაველაშვილმა ერთი წლის წინ ზუსტად ამ დარბაზშივე მითხრა და შემიძლია, ის სიტყვები გავახსენო“.
სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ინტერესია, კანონპროექტის გარდა, ყველაფერზე ილაპარაკონ. ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ დარბაზის დატოვება მოუწევდა.