იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია.
ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მაია ვაჩაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); თამარ ზამბახიძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შალვა თადუმაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ვლადიმერ კაკაბაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლევან მიქაბერიძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გიორგი მიქაუტაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნუგზარ სხირტლაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლალი ფაფიაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნინო ქადაგიძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ქეთევან ცინცაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ალექსანდრე წულაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი).
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად, რეკომენდაცია არ გაეწიათ შემდეგ კანდიდატებს:
თამარ ალანია (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შოთა გეწაძე (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); პაატა სილაგაძე (ორი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლაშა ქოჩიაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გოჩა ჯეირანაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი). რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.