იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, ეკა ბესელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული პროექტები კი ჩავარდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები ჩავარდა.
ოპოზიციური ფრაქციის მიერ მომზადებული წინადადება გულისხმობდა საარჩევნო უბნებთან აგიტაციის აკრძალვას 50 – მეტრიან რადიუსში, ასევე არჩევნების ფარულობის განსაზღვრასა და დარღვევებზე სანქციების დაწესებას.
რაც შეეხება დეპუტატ ეკა ბესელიას ალტერნატიულ პროექტს, ის საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევებს შემთხვევაში, ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცედურის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.