იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოსამართლეების თემის გარდა, დღეს ასევე ვიმსჯელეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. თქვენ იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს. ​მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, რადგან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.