იურიდიულ კომიტეტში პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს.
როგორც დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიში მოიცავს აღნიშნული დეპარტამენტის შეიქმნის შემდეგ მთელ პერიოდს.
„ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის ორ მიმართულებას მოიცავს. ეს არის უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების და უკანონო განაჩენების გადახედვის საკითხები, მათი სტატისტიკა, დეპარტამენტის შედეგები, მიღწევები და პრობლემატიკა“,-განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.