იურიდიულ კომიტეტში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა გადაიდო
იურიდიულ კომიტეტში ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა გადაიდო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, გადაიდო.

როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მისი თქმით, ცვლილებებზე მსჯელობა მეორე მოსმენით ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.