იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები აქციას მართავენ (ფოტო)
იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები აქციას მართავენ (ფოტო)

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები არიან შეკრებილი. აქციაში 200 ავტომობილი მონაწილეობს.

დეპუტატ ვლადიმერ პარასიუკის ინფორმაციით, აქტივისტებმა აქციაზე კორუფციის სიმბოლო, შალის კუბოკრული პლედები მიიტანეს.

აქციის მონაწილეები იური ლუცენკოს მოუწოდებენ, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი გენერალური პროკურორის გადადგომასაც ითხოვენ.

 

ფოტო: ირაკლი გედენიძე