იური ლუცენკო - სააკაშვილს კიდევ აქვს შანსი, დათანხმდეს საქართველოში ნებაყოფლობით დეპორტაციას
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დათანხმდეს საქართველოში ნებაყოფლობით დეპორტაციას.
როგორც ლუცენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი პირადად მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი დამოკიდებულია პირადად მასზე. სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დათანხმდეს საქართველოში ნებაყოფლობით დეპორტაციას ან შეუძლია კვლავ ჩათვალოს, რომ უკრაინული კანონების მაღლა დგას. დიდი ალბათობით, მეორე ვარიანტიც ექსტრადიციამდე მიიყვანს“, – განაცხადა ლუცენკომ სააგენტო Fakty ICTV-თან ინტერვიუში.
ინტერვიუში უკრაინის გენერალური პროკურორი საკუთარ მომავალსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ 2018 წლის გაზაფხულზე დასვენებას შეძლებს.
„დაგეგმილიდან უმეტესობა გავაკეთე. პროკურატურა შიგნიდან რეფორმირებულია. მკაცრი პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული მონსტრი ფაქტობრივად არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შევქმენი ატმოსფერო, როდესაც ყველა თანაბარია კანონის წინაშე“, – განაცხადა ლუცენკომ.
თუმცა მისი თქმით, ბოლო პერიოდში ის საკუთარ თავზე ზეწოლას გრძნობს.
„ბოლო დროს ვგრძნობ მასირებული თავდასხმას, მათ შორის, პირადად ჩემზე, რითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალიები.
“ამასთან დაკავშირებით, მე ვრჩები, რომ საპირისპირო დავამტკიცო”, – აღნიშნა იური ლუცენკომ.