იური ლუცენკო - სააკაშვილისგან განსხვავებით საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ
იური ლუცენკო - სააკაშვილისგან განსხვავებით საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო აცხადებს, რომ თავის სახლთან აქციის დროს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ატარებდა უკრაინელი სამხედროების გაცვლის საკითხზე.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, “შალის კუბოკრული „პლედი“ არ სჭირდება”.

„აქციის მონაწილეების კერპის, სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნიდან არასდროს გავქცეულვარ. შაბათობით ყოველთვის ვმუშაობ. აქციის დროს უმნიშვნელოვანესს შეხვედრას ვმართავდი ჩვენი სამხედროების გაცვლასთან დაკავშირებით. შალის კუბოკრული „პლედი“ არ მჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მე სამართლიანად ვმუშაობ და მეორეც, მათი კერპის, სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ“, – განაცხადა იური ლუცენკომ.

კიევში, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები არიან შეკრებილი.  მათ ლუცენკოს სახლთან ე.წ. პლედები მიიტანეს.