იური ლუცენკო - სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქს ფულს სთხოვდა, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეფერხებას პირდებოდა 
იური ლუცენკო - სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქს ფულს სთხოვდა, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეფერხებას პირდებოდა 

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვა რუსეთში გაქცეული უკრაინელი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოს ფინანსურ დახმარებას სთხოვდა და სანაცვლოდ მის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული საქმეების გამოძიებაში ხელის შეშლას პირდებოდა.

ეს განცხადება იური ლუცენკომ ბრიუსელში ვიზიტისას „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში გააკეთა.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან აქციების დასაფინანსებლად 200 ათასი ევრო გადარიცხეს.

„განიხილებოდა უკრაინის პარლამენტის შენობის დაკავება ეს ფული სააკაშვილის გარემოცვის წევრებმა მიიღეს. ეს არის ჩვენს მიერ დადგენილი ფაქტი. გამოძიება გრძელდება და არ არის იოლი. თუმცა პირველი სიგნალი უკვე გვაქვს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერში სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ავთენტურია, რა მოხდება შემდგომ – ეს დამოკიდებულია პროკურორზე, შემდეგ კი – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე”,  – ამბობს ლუცენკო.

მისივე თქმით, უკრაინას ნამდვილად სჭირდება ოპოზიცია და მთავრობა სჭირდება კრიტიკა. თუმცა ლუცენკოს თქმით, ის წინააღმდეგია, რომ ხალხი საპროტესტო აქციებს ფულის სანაცვლოდ მართავდეს. “განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისთვის მოპარული ფულის სანაცვლოდ”, – ამბობს ლუცენკო.