უკრაინის გენერალური პროკურატურა არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოს მიმართოს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
ლუცენკოს თქმით, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილს კვლავ ელოდება დაკითხვების ახალი სერია.
„ვიმედოვნებ, რომ ის მშვიდად ივლის დაკითხვებზე და ჩვენებას მისცემს“, – განაცხადა პროკურორმა.
5 თებერვლის ღამეს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს აღმკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული ღამის შინა პატიმრობის ვადა ამოეწურა.