იური ბორისოვი - სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს
სირია ტარტუსის პორტს რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა მედიასთან განაცხადა.
მისი განმარტებით, პორტი რუსულ მხარეს ეკონომიკური მიზნებისთვის გადაეცემა.
„ვიმედოვნებთ, ერთი კვირის განმავლობაში კონტრაქტი გაფორმდება და ტარტუსის პორტი 49 წლით გადავა რუსეთის ბიზნესის ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ბორისოვმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის პორტის გადაცემის შეთანხმება მიღწეულია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკებების შედეგად.
ტარტუსში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედ რო საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი.