იურგენ კლოპი საავადმყოფოში მოხვდა
იურგენ კლოპი საავადმყოფოში მოხვდა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, – წერს მერსისაიდული კლუბის ოფიციალური გვერდი. გერმანელმა სპეციალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც, ის საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ამ მომენტისთვის, კლოპის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და ის რამდენიმე საათში შინ დაბრუნდება. თუმცა, უახლოეს პერიოდში გერმანელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა დასჭირდება. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მოუწოდებს გულშემატკივრებს, არ დაარღვიონ მწვრთნელისა და მისი ოჯახის სიმშვიდე.

პრემიერლიგის უახლოეს შეხვედრას “ლივერპული” 18 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.