ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, “ლივერპულის” მარცხის მთავარმა დამნაშავემ, გერმანელმა მეკარემ ლორის კარიუსმა ფანებსა და თანაგუნდელებს პატიება სთხოვა.
ლორის კარიუსი: “არ ვიცი, რა მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე წავაგეთ ფინალი. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს. თანაგუნდელები ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას გასახდელში, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ”.
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის ტრავმაზე ილაპარაკა.
“სალაჰის ტრავმა გადამწყვეტი მომენტი იყო მატჩში. მესმის, როცა ასეთ რამეს ამბობენ მატჩის შემდეგ, გეჩვენება, რომ იმ ადამიანმა წაგება არ იცის. მაგრამ, მიმაჩნია, რომ შეჯახება ძალიან ხისტი იყო, რესლინგს ჰგავდა. მას არ გაუმართლა, როცა მხარით დაეცა მინდორზე. ბიჭები შოკირებულნი იყვნენ და დიდი ხანი ვეღარ დაბრუნდნენ თამაშში. სალაჰის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ მას სამედიცინო შემოწმება ელოდება”,-განაცხადა მან.
“ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვაგებთ. გუნდში არავინ ადანაშაულებს კარიუსს. ასეთ დაძაბულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სხვა შედეგის იმედი გვქონდა”, -განაცხადა ვირჯილ ვან დიიკმა