იულიან კიფუ - რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია
იულიან კიფუ - რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია

რუმინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოსთვის, ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ კონფლიქტების პრევენციისა და დროული გაფრთხილების ცენტრის პრეზიდენტმა, იულიან კიფუმ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს.

„რუმინეთი საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ეს ასე იყო გასული 20 წლის განმავლობაში. ახლა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირის კითხვარის შევსებისას და რეფორმების განხორციელებისას, როდესაც ამის თხოვნა იქნება მთავრობისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაქვთ, არის საზოგადოების მხარდაჭერა. ასე რომ, რამდენ ხანსაც არსებობს საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი არგუმენტი წინსვლისთვის“, – განაცხადა იულიან კიფუმ.

ცნობისთვის, რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.