იტალიური პრესა - „ფიორენტინამ“ იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიური პრესა - „ფიორენტინამ“ იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებები დაიწყო

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვოჩი შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში „მილანთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც დარჩეს.

გამოცემა „ფუტბოლ იტალიას“ ინფორმაციით, ვეტერანი თავდამსხმელის გაფორმებით „ფიორენტინაა“ დაინტერესებული.

ფლორენციელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფეხბურთელთან და მის აგენტ მინო რაიოლასთან და განიხილეს გადასვლის შესაძლებლობა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩს კონფლიქტი აქვს „მილანის“ გენერალურ დირექტორთან ივან გაზიდისთან, რის გამოც ვერ შეძლებს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას და გადავა შვედურ „ჰამარბიუში“, რომლის თანამფლობელია.

დღეისთვის, 38 წლის ფორვარდი კუნთის ტრავმას მკურნალობს.