მილანში პოლიციამ დააკავა 28 წლის ქართველი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიიმალა. ავარია კვირას მოხდა. წარმოშობით ქართველმა, რომელიც “ალფა რომეოს” მართავდა, მოძრაობის წესები დაარღვია და წითელ შუქნიშანზე არ შეჩერდა. შედეგად გზაჯვარედინზე შეეჯახა “ოპელს”, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იმყოფებოდა.
ავარიის შემდეგ ”ოპელის” მგზავრები და მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღების შემდეგ მიაგნო. ეჭვმიტანილი მილანში ლიტვის მოქალაქის სახელით რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები, ასევე ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა საგნები იპოვა.
გამოძიება ეჭვობს, რომ ის “ქართველებით დაკომპლექტებული იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრია”, რომელიც ბინებს ძარცვავს. მომხდარზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.