იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „თალიბანის“ მთავრობის აღიარება წარმოუდგენელია, რადგან მათ რიგებში 17 მინისტრი ტერორისტია
„თალიბანის“ მთავრობის აღიარება წარმოუდგენელია, რადგან მათ რიგებში 17 მინისტრი ტერორისტია – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, აუცილებელია, ავღანელებმა ფინანსური დახმარება მიიღონ.
„ცხადია, თავიდან უნდა ავიცილოთ ავღანეთის კოლაფსი, რომელიც გამოიწვევს მიგრანტების უკონტროლო ნაკადს, რაც მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. არსებობს გზები, რითაც შესაძლებელია ფინანსური დახმარების იმგვარად უზრუნველყოფა, რომ „თალიბანს“ ფული არ მივცეთ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი აუცილებლად ქალებისა და გოგონების დაცვას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.