იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად
იტალია არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იტალიის სამხედრო იარაღი უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის ტერიტორიაზე.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, მთელი ის დახმარება, რომელსაც გავცემთ, თუნდაც სამხედრო ხასიათის, ემსახურება უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვას და არა რუსეთთან ომს. არცერთ იტალიელ ჯარისკაცს არ გავგზავნით საბრძოლველად“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.