იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ
იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იტალიაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდეს. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დროა სახელმწიფომ თავისი დემოკრატიული ძალა აჩვენოს კანონებისა და კონსტიტუციის აღსრულების კუთხით. გასულ კვირას ნეო-ფაშისტურმა დაჯგუფებებმა რომში საპროტესტო აქცია გამართეს ე.წ. „მწვანე ბარათების“ გაუქმების მოთხოვნით.
პროტესტის მონაწილეებმა პროფკავშირების ფილიალებში და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადეს, რის გამოც პოლიციას მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.
პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის მემარჯვენე დაჯგუფების „ფორცა ნუევას“ ლიდერები.