იტალიის პრემიერი მიიჩნევს, რომ ანგელა მერკელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კარგი კანდიდატურა იქნება
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კარგი კანდიდატურა იქნება.
„გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს აქვს კარგი ავტორიტეტი გამოცდილების კუთხით. მას წლებია, არაერთი პრობლემის გადაწყვეტა უწევს“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
თუმცა კონტემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ევროკომისიის პრეზიდენტობაზე არ ფიქრობს.
ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მერკელის კანდიდატურას მხარს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც უჭერს.
ანგელა მერკელი 2021 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ბრძოლას აღარ აპირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს.