იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო
იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლაში განსხვავებულ გზავნილებს ელოდებოდა, თუმცა პუტინის გამოსვლა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა და ბუჩა და ირპინი მოინახულა.

როგორც მედია წერს, ჯორჯია მელონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და უკრაინის დახმარების საკითხებზე ისაუბრებს.

„ფაქტები განსხვავდება იმისგან, რასაც პუტინი წარმოადგენს. ის აცხადებს, რომ ხელს უწყობს დიპლომატიას კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არის დამპყრობელი და ვიღაც თავს იცავს. პარადოქსი კი ისაა, რომ ამ აგრესიის მსხვერპლი არის ის, ვინც ცდილობდა, წარმოედგინა სამშვიდობო გეგმა და არა ის, ვინც პასუხისმგებელია ამ ომზე. ის ამბობს, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ უკრაინა ხელისუფლებისგან, რომელიც რაღაც რეჟიმის მსგავსია, მაგრამ რასაც აქ ვხედავ, არის ის, რომ ხალხი ხელისუფლებას ბრძოლას სთხოვს“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.