იტალიის პოლიციამ საბავშვო ბაღში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს 24 წლის ლატვიელი, რომელიც რომის მახლობლად საბავშვო ბაღში სავარაუდოდ ტერაქტს გეგმავდა. დაკავებული დენის ილარიონოვი საბავშვო ბაღში ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას გეგმავდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელებში არ მალავდა, რომ სიმპათიით არის განწყობილი საიფულო საიპოვისადმი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა და რვა ადამიანი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პოლიცია დაგეგმილი ტერაქტის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააფრთხილა.