იტალიის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იტალიის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგავრად, პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ფორმალურ კონსულტაციებს დაიწყებს.
შეგახსენებთ, იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტიამ „იტალია ვივამ“ დატოვა. მედიის ინფორმაციით, მატეო რენცი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება.