იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა, შესაძლოა, იმ შემთხევევაშიც გაათავისუფლონ პოსტიდან, თუ მისი გუნდი მოიპოვებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, – ამტკიცებს გამოცემა Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის პირველ მატჩში იტალიამ სტუმრად 0:1 წააგო შვედეთთან. განმეორებითი მატჩი 13 ნოემბერს, მილანში გაიმართება.
იტალიელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდება, რომელიც “ბაიერნიდან” გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.