იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ დაადასტურა ცნობა მისი თანამდებობის დატოვების შესახებ.
74 წლის ტავეკიომ ამის შესახებ ფედერაციის სხდომაზე გამოაცხადა, გადადგომის მიზეზად კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იტალიის ნაკრების ფიასკო დაასახელა.
“ბოდიშს ვიხდი, – თქვა ტავეკიომ ფედერაციის სხდომაზე. – მივდივარ იმის გამო, რომ დავმარცხდი. ბოდიშს ვუხდი ყველა იტალიელს. დადგა დრო, იტალიურ ფეხბურთში დაიწყოს ახალი ეპოქა ახალი სახეებით. მივიღე გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა”.