იტალიის ჩემპიონატში 72 წლის პრეზიდენტმა შეცვლაზე საკუთარი თავი შეუშვა #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში 72 წლის პრეზიდენტმა შეცვლაზე საკუთარი თავი შეუშვა #1TVSPORT

უცნაური შემთხვევა მოხდა იტალიურ ფეხბურთში.

იტალიის ჩემპიონატის მე-9 დივიზიონის მატჩში „სოკერ სტორნარასა“ და „ასკოლი სატრიანოს“ შორის 70-ე წუთზე „სტორნარას“ რიგებში მოედანზე შეცვლაზე შევიდა ფეხბურთელი 51-ე ნომრით – სებასტიანო პოზილიპო. ეს რიცხვი მინიშნებაა 72 წლის მოთამაშის დაბადების წელზე – 1951 წელი.

სიტუაციას უცნაურობას მატებს ის ფაქტი, რომ პოზილიპო „სტორნარას“ პრეზიდენტია.