ფილიპო ინძაგი „სალერნიტანადან“ გაათავისუფლეს #1TVSPORT
ფილიპო ინძაგი „სალერნიტანადან“ გაათავისუფლეს #1TVSPORT

„სალერნიტანას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფილიპო ინძაგი დაითხოვეს.

„საფეხბურთო კლუბი „სალერნიტანა“ აცხადებს, რომ ბატონი ფილიპო ინძაგი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მადლობას ვუხდით მას ერთგულად გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ წინსვლაში“, – წერია „სალერნიტანას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „სალერნიტანამ“ მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 პოზიციაზეა და სერია A-დან გავარდნის მთავარი კანდიდატია.