იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო. იურისტი ჯუზეპე კონტე იტალიის 58-ე პრეზიდენტია.
ვიცე-პრემიერის თანამდებობებს არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიების, „ლიგისა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერები, მატეო სალვინი და ლუიჯი დი მაიო დაიკავებენ.
იტალია პოლიტიკურ კრიზისში 4 მარტის არჩევნების შემდეგ იყო ჩართული. იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ კონტეს მთავრობა თავდაპირველად არ დაამტკიცა. მიზეზი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ევროზონის კრიტიკოსი, პაოლო სავონა გახდა. პარტიებმა მოგვინებთ სავონას კანდიდატურა შეცვალეს.