თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 თანამოქალაქე დაბრუნდა.
მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 76 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული.