იტალიელმა სამართალდამცველებმა 60-მდე ვებგვერდი დაბლოკეს, რომლის საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა
იტალიელმა სამართალდამცველებმა 60-მდე ვებგვერდი დაბლოკეს, რომლის საშუალებითაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომლებიც გვერდითი ეფექტების გამო აკრძალული იყო.
როგორც პოლიცია განმარტავს, ვებგვერდები იტალიის ფარგლებს გარეთ იყო შექმნილი.