იტალიელი რეჟისორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში რომში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა La Repubblica წერს, რეჟისორი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
იტალიელი რეჟისორი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცნებენი“, „ალყა“, „კონფორმისტი“.
1988 წელს მისმა ფილმმა „უკანასკნელი იმპერატორი“ ცხრა ნომინაციაში ოსკარი მიიღო.
ბერნარდო ბერტოლუჩის კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდო კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთის.