იტალიელი დეპუტატი რაფაელ ფიტო - მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ
მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ამასთან, მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ მიზნობრივი ქმედებებით დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტში დებატების დროს იტალიელმა დეპუტატმა რაფაელ ფიტომ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა, ყურადღებით განიხილონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები.
„ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მკაფიოდ დავაფიქსიროთ უკრაინის მხარდაჭერის ცალსახა პოზიცია, თუმცა ამისთვის საჭიროა, ყურადღებით განვიხილოთ პუტინის განცხადებები. მან მკაფიოდ განაცხადა, როგორია მისი იდეები მომავალთან დაკავშირებით. კერძოდ, საბჭოთა კავშირის ძველი საზღვრების აღდგენის მცდელობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ჩვენ ასევე უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ მიზნობრივი ქმედებებით დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით“, – განაცხადა რაფაელ ფიტომ.