ბუფონი იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია
ბუფონი იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

მილანში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული Gran Gala del Calcio-ს ცერემონია გაიმართა, სადაც გამოავლინეს იტალიური ფეხბურთში 2016-17 წლების სეზონის ლაურეატები.

საღამოს ტრიუმფატორი გახდა “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი – მან მოიგო “წლის საუკეთესო მოთამაშისა” და “წლის საუკეთესო მეკარის” პრიზები.

“წლის კლუბის” ნომინაცია ზედიზედ მეექვსედ მოიგო “იუვენტუსმა”, ხოლო ამ გუნდის შვიდი ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კიდევ ოთხი ფეხბურთელი “ნაპოლის” წარმოადგენს.

წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი – დანი ალვეში (ამჟამად, პსჟ-ში თამაშობს), ლეონარდო ბონუჩი (ამჟამად, “მილანში” თამაშობს), კალიდუ კულიბალი, ალექს სანდრო – რაჯა ნაინგოლანი, მირალემ პიანიჩი, მარეკ ჰამშიკი – დრის მერტენსი, გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა.

ერთადერთი ნომინაცია, რომელიც “იუვენტუსმა” წააგო – “წლის მწვრთნელია”. ეს ჯილდო “ნაპოლის” დამრიგებელმა მაურიციო სარიმ მიიღო.