მბაპე ბუფონის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა – თქვენი უძვირფასესი რჩევები მთელი ცხოვრება გამყვება #1TVSPORT
ჯან ლუიჯი ბუფონმა 45 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა. საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე ლეგენდარული იტალიელი მეკარის გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„უდიდესი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა და თქვენს ლეგენდარულ კარიერასთან გადაკვეთა. ოქროს ადამიანი ხართ და უძვირფასესი რჩევები, რომელიც მომცით, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. კეთილი გზა და დიდი მადლობა!“, – წერს კილიან მბაპე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა 2018\19 წლების სეზონი პსჟ-ში გაატარა.
Un immense honneur pour moi d’avoir eu la chance de te côtoyer et croiser la route de ta carrière légendaire.
Un homme en or avec des précieux conseils que je garderai avec moi toute ma vie.
Bonne route et surtout MERCI 🇮🇹👑@gianluigibuffon pic.twitter.com/u3x9X2ARHl— Kylian Mbappé (@KMbappe) August 2, 2023