ოფიციალურად – ბუფონი „პარმას“ ფეხბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმასთან“ კონტრაქტი გააფორმა, – იუწყება კლუბის პრესსამსახური. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბუფონი „პარმას“ კარს 1995-2001 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „პარმას“ შემადგენლობაში მოიგო უეფა-ს თასი, აგრეთვე იტალიის თასი და სუპერთასი.
2020/21 წლების სეზონში ბუფონმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ექვსში კარი მშრალად შეინახა.
He is back where he belongs.
He is back home.#SupermanReturns 🔙🟡🔵@gianluigibuffon @Kyle_J_Krause @ParmaCalcio_en pic.twitter.com/bh2FO6P8YX— Parma Calcio 1913 (@1913parmacalcio) June 17, 2021