ბუფონი - არ ვიცი, როგორ ახერხებს „პარი სენ-ჟერმენი“, რომ ასეთი ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს იგებს #1TVSPORT
ბუფონი - არ ვიცი, როგორ ახერხებს „პარი სენ-ჟერმენი“, რომ ასეთი ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს იგებს #1TVSPORT

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი ყოფილი კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გამოცანად რჩება, როგორ ვერასდროს იგებს ჩემპიონთა ლიგას ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი.

„როცა პსჟ-ში გადავედი და ამ კლუბის ბრწყინვალე ფეხბურთელები დამხვდნენ, გავიფიქრე: „მამა მია“, ეს მოთამაშეები რომ „იუვენტუსში“ წაიყვანო, ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ოთხჯერ მაინც მოიგებ, – განცახდა ბუფონმა. – ნამდვილად არ ვიცი, როგორ ახერხებს „პარი სენ-ჟერმენი“, რომ ასეთი ფეხბურთელებით – მარკინიოსი, სილვა, ნეიმარი, ვერატი, მბაპე – ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს იგებს“.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „პარი-სენჟერმენის“ ღირსებას 2018/2019 წლებში იცავდა.