ბუფონმა საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა #1TVSPORT
ბუფონმა საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბი ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს იწვევდა და ორწლიან კონტრაქტში 30 მილიონ ევროს სთავაზობდა.

La Gazzetta dello Sport-მა კი დღეს დაწერა, რომ 45 წლის მეკარემ ეს წინადადება უარყო და კარიერის დასრულებას MLS-ში გეგმავს.

ჯანლუიჯი ბუფონს „პარმასთან“ ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან „პარმის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.