შესაძლოა, ბუფონმა კარიერა „პარმაში“ დაასრულოს #1TVSPORT
შესაძლოა, ბუფონმა კარიერა „პარმაში“ დაასრულოს #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, შესაძლოა, კარიერის უკანასკნელი პერიოდი „პარმაში“ გაატაროს. 

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ჯანლუიჯი ბუფუნი უკვე ამ ზაფხულს „პარმაში“ დაბრუნდეს, კლუბში, სადაც მისი ბრწყინვალე კარიერა დაიწყო.

43 წლის მეკარე კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და სერია ა-ს აუტსაიედერ პარმას, რა თქმა უნდა, არაფერი ექნება საწინააღმდეგო, რომ ბუფონმა დიდი ფეხბურთი სწორედ მათთან დაასრულოს.

პრესაში აღნიშნავენ, რომ თუ ეს გარიგება შედგა, ბუფონთან „პარმა“ ერთწლიან (2022 წლის ზაფხულამდე) კონტრაქტს გააფორმებს.

დატოვე კომენტარი