შესაძლოა, ბუფონმა კარიერა „მონცაში“ გააგრძელოს #1TVSPORT
შესაძლოა, ბუფონმა კარიერა „მონცაში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, „მონცას“ ფორმა მოირგოს, – იუწყება სპორტის ცნობილი იტალიელი  მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „მონცა“ დაინტერესებულია 43 წლის მეკარის გუნდში გადმოყვანით და ბუფონს კონტრაქტს უახლოეს პრიოდში შესთავაზებს.

„მონცას“ მფლობელები „მილანის“ ყოფილი ხელმძღვანელები სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი არიან.

ცნობილია ბუფონის გადაწყვეტილება, რომ ის სეზონის ბოლოს ტურინულ კლუბს დატოვებს, თუმცა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს.