იტალიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
Children play in a puddle by the ancient Colosseum a day after strong winds and rain hit the city, in Rome, Tuesday, Oct. 30, 2018. The national Civil Protection Agency has issued red and orange alerts -- meaning possible "loss of life" from landslides, floods, and infrastructural damage -- due to an Atlantic storm system that has brought torrential rains and hail, electrical storms, powerful winds and high seas to Italy from North to South. (AP Photo/Andrew Medichini)
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, ადამიანები ძირითადად ხეების ან განათების ბოძების დაცემის შედეგად დაიღუპნენ.
იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიამ – წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა 14 მილიონი ხე გაანადგურა. ქალაქები ნაწილობრივ დაიტბორა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვენეციის 75 პროცენტი წყლის ქვეშ არის მოქცეული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ერთ მილიარდ ევროს აღწევს.