იტალიაში, სავონას პორტში ასობით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
იტალიაში, სავონას პორტში ასობით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

იტალიაში წყალდიდობის შემდეგ, სავონას პორტში ასობით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ლიგურიის რეგიონის სანაპირო ზოლი ღამის საათებში ზღვის წყლით დაიტბორა. მათ შორის იყო ორი დიდი ავტოსადგომი.

დილის საათებში მარილიანმა წყალმა რამდენიმე ავტომობილის აფეთქება გამოიწვია. ცეცხლი კი ახლომდებარე ავტომობილებზე მალევე გავრცელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული ავტოსადგომი ახლო აღმოსავლეთში ექსპორტისთვის გამზადებული ავტომობილების ტერმინალი იყო. Maserati-ის ავტომობილებთან ერთად, ავტოსადგომზე ექსპორტისთვის გამზადებული სატვირთო მანქანებიც იყო განთავსებული.

ავტოსადგომზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტალიაში უკვე მესამე დღეა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან. ბოლო მონაცენებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11-ს მიაღწია.